ითვინინგის პროექტი- "ადამიანის უფლებები და უფლებების ძალა"
„ადამიანის უფლებები და უფლებების ძალა“ პროექტი - „ადამიანის უფლებები და უფლებების ძალა“ გულისხმობს საერთაშორისო e Twinning პარტნიორებს შორის თანამშრომლობას. პროექტის მიზანია ,დაეხმაროს მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზრდაში, უფლებებისა და მოვალეობების გააზრებაში, სხვების უფლებების დაცვაში, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. ბულინგის ყველა ფორმის უარყოფაში, ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობაში. პროექტი მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს აძლიერებს. ამავდროულად, ის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მოსწავლეები დაგმობენ ძალადობის ყველა ფორმას, განავითარებენ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს ერთობლივი პრობლემების გადასაჭრელად. https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/human-rights-and-power-rights/twinspace/pages პროექტის ყველა ეტაპი ხორციელდება უსაფრთხო ინტერნეტ პრაქტიკისა და ციფრული მოქალაქეობის პრინც...