ითვინინგის პროექტი- "ადამიანის უფლებები და უფლებების ძალა"
„ადამიანის უფლებები
და უფლებების ძალა“
პროექტი - „ადამიანის
უფლებები და უფლებების ძალა“ გულისხმობს საერთაშორისო eTwinning პარტნიორებს
შორის თანამშრომლობას.
პროექტის მიზანია
,დაეხმაროს მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზრდაში,
უფლებებისა და მოვალეობების გააზრებაში, სხვების უფლებების დაცვაში, საკუთარი პასუხისმგებლობის
გაცნობიერებაში. ბულინგის ყველა ფორმის უარყოფაში, ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობაში.
პროექტი მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს აძლიერებს. ამავდროულად,
ის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
მოსწავლეები დაგმობენ
ძალადობის ყველა ფორმას, განავითარებენ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობისა
და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს ერთობლივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის ყველა ეტაპი ხორციელდება უსაფრთხო ინტერნეტ
პრაქტიკისა და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების შესაბამისად. აქტივობები მხარდაჭერილია
სხვადასხვა Web 2.0 ინსტრუმენტებით, როგორიცაა Padlet, Book Creator, Canva, Video
Maker.Genially…. პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა პროდუქტი გაზიარდება
ერთობლივი ციფრული გამოფენების საშუალებით.
პროექტის მიზნები:
1. ადამიანის უფლებების
შესახებ ცნობიერების ამაღლება
• სტუდენტების წახალისება
სხვათა უფლებების დასაცავად.
2. ციფრული კომპეტენციების
გაუმჯობესება
• სტუდენტებისთვის
ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების სწავლება.
• სტუდენტების მხარდაჭერა
web ინსტრუმენტების ეფექტურად და თანამშრომლობით გამოყენებაში.
3. თანამშრომლობისა
და კულტურათშორისი ურთიერთქმედების გაძლიერება
• სხვადასხვა ქვეყნის
სტუდენტებისთვის ერთად მუშაობისა და ერთობლივი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა. ერთობლივი
ლოგოსა და გზავნილის მომზადება. არა ძალადობის ფორმებს!
• კულტურული გაცვლისა
და კომუნიკაციის უნარების ხელშეწყობა ისეთი თანამშრომლობითი აქტივობების მეშვეობით,
როგორიცაა: ერთობლივი პრეზენტაცია, ერთობლივი მოთხრობების წერა, სადაც მთავარი გზავნილი
იქნება არა ძალადობას, ციფრული გამოფენები და ვიდეო კოლაჟები.ერთობლივი კომიქსის შექმნა
.
4. სტუდენტების
მიერ შექმნილი სხვადასხვა სლოგანები, ნახატები, შეტყობინებები, პლაკატები.
• კულტურული დიალოგის ფარგლებში - საერთო ჰიმნის შექმნა, ერთმანეთის ეროვნული
ცეკვების შესრულება.
• შემოქმედებითი
მუშაობის წახალისება.
5. ოჯახის ჩართულობის
გაძლიერება.
6. სამოქალაქო პასუხისმგებლობის
გასაძლიერებლად, მოსწავლეებმა სკოლის თვითმმართველობასთან ერთად უნდა აკონტროლონ, ხდება
თუ არა სკოლაში ვინმეს უფლებების დარღვევა, ამოიცნონ და დროულად მოახდინონ რეაგირება
სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების დახმარებით.
პროექტი გულისხმობს საგანთა შორის ინტეგრაციას
,მე როგორც ისტორიის და სამოქალქო განათლების მასწავლებელს , პროექტის მიზნებიდან გამომდინარე
ჩართული მყავს ინგლისური ენის ,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები,ვინაიდან ბავშვებმა
ადრეული ასაკიდან გააცნობიერონ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, ასევე ქართული ენის,
ხელოვნების ,მუსიკის , მათემატიკის მასწავლებლები. პროექტი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს,
საერთო ჰიმნის შექმნას, ნაციონალური ცეკვების ორგანიზებას,ესეს წერას , რაც გულისხმობს
სხვადასხვა საგნის ინტეგრირებას ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.
პროექტზე მუშაობენ
19 მასწავლებელი და 60 მოსწავლე -მონაწილე ქვეყნები -საქართველო,თურქეთი,რუმინეთი)
საგანი -მოქალაქეობის სტანდარტის შედეგები
საშუალო საფეხურზე
მოქ.საშ.1.
გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი
ქმედებისას უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია,
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) გათვალისწინება;
მოქ.საშ.2.
საზოგადოებისთვის აქტუალური გლობალური და ლოკალური სოციალურ-პოლიტიკური
პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა,
დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით; დემოკრატია (ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები,
დემოკრატიის პრინციპები)
(მოქ.საშ.1,2,3,4)
განხორციელებული აქტივობები:
-პროექტის აღწერა- https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/human-rights-and-power-rights/twinspace/pages/about-our-project
-მშობელთა ნებართვა
-ლოგოს და პოსტერის მომზადება -კოლაბორაციული
პროდუქტი
https://www.canva.com/design/DAG-yGntruY/OAVESZR6Q-IbAghBCERyvA/edit
-მასწავლებლების,ქვეყნის,სკოლის და მოსწავლეების წარდგენა.
-მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა .
-საერთო აკროსტიქი-კოლაბორაციული პროდუქტი
-ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლების
გადაქცევა-კომიქსებად-კოლაბორაციული პროდუქტი.
https://www.canva.com/design/DAHBCrB9j0k/1YUNCfZIUvQTezYeue2vLw/edit
https://www.canva.com/design/DAHAYM6Z7JQ/dzK2o9Gi0PpN72Faqmgj0A/edit
განსახორციელებელი აქტივობები:
-ფოსტის საშუალებით
მოსწავლეები გაუგზავნიან თანატოლებს : ბუკლეტებს -დევიზით არა ძალადობას.
-საერთო ჰიტის შესრულება.
-ერთმანეთის
ნაციონალური ცეკვების შესრულება-კულტურების დაახლოების მიზნით.
- შეხვედრა მშობლებთან - რა არის უფლებები
და მოვალეობები. მოსწავლეები იქნებიან მომხსენებლები და მშობლები მსმენელები.
-ერთობლივი
ელექტრო წიგნის შექმნა -მინდა ვიყო თავისუფალი.
-ერთმანეთის
ეროვნული გმირების გაცნობა,რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ადამიანის უფლებების დაცვის
საქმეში.
-პერიოდული
შეხვედრები კოლეგებთან.
- პროექტის შეჯამება, ხარვეზებზე საუბარი
და მათი გამოსწორების გზების განხილვა.
-სერტიფიკატების
გადაცემა.
პროექტის
განხორციელების ვადა-2026 წ (იანვარი-ივნისი)
პროექტის ავტორი
-თინათინ ყუფარაძე (აღნიშნული პროექტი ჩემი პირველი პროექტია ითინინგის პლატფორმაზე).
Kommentare
Kommentar veröffentlichen